ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრომ ცეკვის პედაგოგების კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2011 წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოვა. სკოლებში დაინერგება  ცეკვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აღნიშნული ნოვაცია პილოტირებას თავდაპირველად თბილისის  სკოლებში გაივლის.

2011 – 2012 სასწავლო წლიდან კი პროგრამა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში საქართველოს ყველა სკოლაში ამოქმედდება.

სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ჩასატარებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად  ცეკვის მასწავლებლის ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა.

,,ფოლკლორი ტრადიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აუცილებელია, რომ ცეკვა მოსწავლეებს პროფესიონალებმა შეასწავლონ.’’- აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ.

ცეკვის მასწავლებლობის მსურველს უნდა ჰქონდეს ცეკვის მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. მან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს შევსებული ანკეტა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

საბუთები მიიღება 2010 წლის 31 ოქტომბრამდე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე