ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში ახალი პარტნიორი ერთვება

VII, VIII, IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად,  სამოქალაქო განათლების სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.

თანამშრომლობის ფარგლებში გარდა სტანდარტზე მუშაობისა, გათვალისწინებულია საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების მომზადება მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის; ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება 15 საპილოტე სკოლაში შემდეგ საკითხებზე: ბავშვის უფლებების დაცვა, ურთიერთობა პოლიციასთან, სასამართლოსთან, როგორ უნდა მიმართოს მათ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და ა.შ.

აღნიშნული აქტივობები განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით არსებული პროექტის - მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისთვის - ფარგლებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე