ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონია სან დიეგოს უნივერსიტეტში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი ფატიმა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჩუკუკა ენვემეკა და პროფესორების დელეგაცია ეწვია.

2017 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 200-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. სტუდენტთა მესამე ნაკადი, ჩვეულებისამებრ, წარმატებული და მრავალფეროვანია. მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე. აგრეთვე 20-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი 8 ქვეყნიდან და ამერიკელი გაცვლითი სტუდენტები სან დიეგოს კალიფორნიის კამპუსიდან.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების 40%-ზე მეტი, პირველ ან მეორე კურსიდანვე ერთვება სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში. არიან საინტერესო ინოვაციური პროექტების ავტორები. ზოგი მათგანი, საკუთარ დარგში, უკვე წამყვან სპეციალისტად მუშაობს და წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. უნივერსიტეტში ასწავლიან ამერიკელი პროფესორები და ის ადგილობრივი აკადემიური პერსონალი, რომელმაც მრავალკვირიანი პროგრამული გადამზადება სან დიეგოს კალიფორნიის კამპუსში გაიარეს

ეს პროგრამა გამოირჩევა განსაკუთრებული სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურით. რეაბილიტირებულია 5 ათასამდე კვადრატული მეტრის სასწავლო ფართი, ლაბორატორიები; შენდება ახალი აკადემიური შენობა; ხოლო სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებს ანალოგი არ მოეპოვებათ ჩვენს რეგიონში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე