ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული კოლეჯების დირექტორთათვის

პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბათუმის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა  თემაზე „სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური მიდგომით სწავლება“.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საჯარო პროფესიული სასწავლებლების დირექტორთა ინფორმირებულობა დუალური განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის ეტაპზე შესაბამისი მექანიზმებისა და მოსამზადებელი სამუშაოების გათვალისწინებით.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ახალი მოდელის დანერგვისთვის პრაქტიკული დავალებების განხილვა და გაიმართა დისკუსია რეგიონის, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და დუალური სწავლების დანერგვის პრიორიტეტებზე.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალური პროფესიული განათლების დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) 2016 წლიდან კოორდინაციას უწევს პროექტის “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ დანერგვას საქართველოს ხუთ რეგიონში - სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. დუალური პროგრამები ინერგება შემდეგი მიმართულებით მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა და ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე