ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისოფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ ნომინაციაში:

1)  21-ე საუკუნის მეცნიერება;

2)  კვლევა და ექსპერიმენტი;

3)  ვსწავლობ სამყაროს;

4)  მეცნიერის პორტრეტი.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დარბაზის ფოიეში გამოფენილი იქნება ყველა მონაწილის ნაშრომი. გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათ თანამედროვე პლანშეტის შესაძენი ვაუჩერი. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები.

კონკურსი ჩატარდება 2017 წ. 27 სექტემბერს 14:00 საათზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დიდ დარბაზში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ ნაშრომები წარმოადგინოთ 2017 წ. 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ლევან გოთუას ქ.14, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე