ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან. საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან და 2017 წლის გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით  წელს კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. კონფერენციის ორგანიზატორია, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.

 ჰუმბოლდტის ფონდი აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და  სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა,  ისე აღიარებულ მეცნიერებს. საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრები არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

ჰაიკე პაიჩი. მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები თამაზ გამყრელიძე (საქართველო), კონსტანტინ აზადოვსკი (რუსეთი) და ანილ ბჰატი (ინდოეთი).

აღნიშნულ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციას, რომელიც “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის (HUMBOLDT-KOLLEG) სახელით არის ცნობილი, გერმანიის სახელმწიფოს ფონდი აფინანსებს. ყოველწლიურად HUMBOLDT-KOLLEG გერმანიის ფარგლებს გარეთ იმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე