ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტრენერთა ტრენინგი მეწარმეობაში გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარდა

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.

მეწარმეობის უნარების განვითარება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს როგორც შორმის ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, ასევე საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და წარმოებაში. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებით ტრენერთა მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი წარმატებისათვის.

ტრენინგი რამდენიმე ეტაპიანია: პირველ ეტაპზე ტარდება ტრენინგი ტრენერებისათვის და წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები, მეორე ეტაპზე, ტრენინგებს უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ტრენერებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემენ. ამის შემდეგ, გადამზადებული ტრენერები მოქმედ მასწავლებლებს მეწარმეობის ძირითად უნარ-ჩვევებში პროფესიული განვითარების ტრენინგებს ჩაუტარებენ, რომელიც გამდიდრებული იქნება კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებითა და პროექტებით. 


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე