ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების თემაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით,  კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია" გაიმართა.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში აკრედიტაციის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ამერიკისა და ევროპის აკრედიტაციის სააგენტოების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციას საერთაშორისო ექსპერტები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის პირველი დღე დაეთმო აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების განხილვას. კონფერენციის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები დეტალურად განიხილეს.

აკრედიტაციის განახლებული სტანდარტებთან დაკავშირებით, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის დირექტორმა, ევროპის საბჭოს ექსპერტმა მაიკ უდამმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც განიხილა ESG 2015-თან აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების თავსებადობის საკითხები. ლიტვის მაგალითზე ხარისხის უზრუნველყოფის მოდელის ცვლილების საკითხი ლიტვის უმაღლესი განათლების შეფასების ცენტრის იურიდიული საკითხების სამსახურის უფროსმა, ევროპის საბჭოს ექსპერტმა იევა ვაიციუკევიჩიენემ წარმოადგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ABET (Accreditation Board for Engineering and Technology) ფონდის მთავარი კონსულტანტი ჯო ტერნერი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ABET-ის უფროსი ოფიცერი მაჯიდ ჰაშემიპური, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ვიცე-დეკანი ჰალილ გუვენი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე