ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში გამოფენა გაიხსნა

„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ   სამეცნიერო   ბიბლიოთეკაში გამოფენა „არ დაკარგულა“ გაიხსნა. ღონისძიება     საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩნდა გერმანიის ბიბლიოთეკების  100 000  წიგნი  სხვადასხვა  ენაზე.  1997  წელს  ერთობლივი  პროექტის შედეგად მოხდა ამ წიგნების თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნება. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას დარჩა მხოლოდ    წიგნების სატიტულო ფურცლების ქსეროასლები.

20 წლის შემდეგ,   ბიბლიოთეკამ ციფრულ   ფორმატში გადაიყვანა ყველა ეს სატიტულო ფურცელი  და  მალე  ელექტრონულად  განათავსებს  თავის  საიტზე,  დღეს კი, „მეცნიერებისა  და  ინოვაციების  ფესტივალის“  ფარგლებში, მათგან  1000  ყველაზე  საინტერესო, გამოფენის   სახით   წარმოუდგინა   მნახველს.   ამავე   დღეს,  ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი კიდევ რამდენიმე წიგნი გადაეცა გერმანულ   მხარეს.

გამოფენის  გახსნის ცერემონიას დაესწრო და შეკრებილ აუდიტორიას მიმართა  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. ღონისძიებაში ასევე  მონაწილეობდნენ დიპლომატიური  კორპუსის,  უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

„არ დაკარგულა“ - გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა 25   სექტემბრიდან   4   ოქტომბრის   ჩათვლით   იმართება.

ეროვნული  სამეცნიერო  ბიბლიოთეკა  ყველაზე  მდიდარი  ბიბლიოთეკაა  საქართველოში,  რომელიც  ფლობს  4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლარებს, აგრეთვე  20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ   ელექტრონულ   წიგნს,       22 მილიონ   პატენტს,    400 საზღვარგარეთ   დაცული   ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე