ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტულ სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI) შემოღებაზე ისაუბრა.  პირველ ექსპერიმენტულსა და 51-ე საჯარო სკოლებს, სადაც პრეზიდენტი თავად სწავლობდა, საკუთარ  ხელფასს გადაუნაწილებს. მიხეილ სააკაშვილმა ყველა საჯარო მოხელეს მოუწოდა, რომ  საკუთარი სკოლების განვითარებაში წვლილი მათაც შეიტანონ.

ALUMNI-ს პროექტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა  და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სკოლებში  წარმატებულ ”კურსდამთავრებულთა კლუბების” შექმნას, რომლის წევრებიც მშობლიური სკოლების განვითარებაში აქტიურ  მონაწილეობას იღებენ.

სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ატესტატის მნიშვნელობის გაზრდაზე, დამამთავრებელ კლასებში 10 გამოცდის ჩაბარებაზე, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლებაზე, წარჩინებული მოსწავლეების ოქროს მედლით დაჯილდოვებაზე და ზოგადად, ყველა იმ სიახლეზე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში განახორციელებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, რომელიც 189-ე საჯარო სკოლად გადაკეთდა, დღეიდან ძველი სახელწოდება დაუბრუნდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე