ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაში სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობა გაღრმავდება

სამშენებლო სექტორსა და  პროფესიულ სასწავლებლებს შორის დიალოგის გაძლიერებისა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით, თანამშრომლობის ფორუმი „პროფესიული უნარები მშენებლობისათვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის" გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში,  სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები აქტუალურ,  საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებულ საკვალიფიკაციო პროგრამებს გაეცნენ და  ახალი შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: მშენებლობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა, თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი.

ღონისძიება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროებისა  და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის: "კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით.    

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს  სამშენებლო კომპანიების,  საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამშენებლო ფედერაციების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, დამსაქმებელთა ასოციაციამ,  ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე