ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ენობრივი საკითხები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2017-ის“ ფარგლებში 27-29 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ტარდება VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“. კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანია. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები ვაშინგტონის, პოზნანის, მაჰაჩყალის, დუზჯეს სამეცნიერო ცენტრებიდან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თურქეთიდან დუზჯეს უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით. დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი წარმოშობით ქართველია და დღეს იგი ქართულად მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს.

საგულისხმოა, რომ თურქეთის არაერთ უნივერსიტეტში ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა. დუზჯეს უნივერსიტეტში ოთხი წლის წინ გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. ამჟამად კი ამოქმედდა მაგისტრატურაც. დუზჯეს რეგიონში, სადაც მრავლად არიან მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საუნივერსიტეტო დონეზე, ერთობ მისასალმებელი და დასაფასებელია. საყურადღებო ფაქტია, რომ ქალბატონი ნიგარ დემირჯან ჩაქარის მხარდაჭერით წელს მაისში დუზჯეს უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე