ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის – „შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შს სამინისტროს  ერთობლივი პროექტის – „შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პროექტის მიზანი იყო შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება. ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.

პროექტში 5 ჯგუფი მონაწილეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკითხები თემატური ბლოკიდან – „უახლესი ისტორია“ შეარჩიეს. თითოეული მათგანი, შსს-ს არქივის თანამშრომლების მხარდაჭერით, შერჩეულ თემაზე ინდივიდუალურად მუშაობდა.

შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ჯგუფებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებული გახდა თბილისის N126-ე საჯარო სკოლის გუნდი. პროექტის ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, გამარჯვებული ნაშრომი კი შსს-ს არქივის ჟურნალ „საარქივო მოამბეში“ დაიბეჭდება.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ  შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე