ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეწარმეობის სწავლების განვითარებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროსა და სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში  მეწარმეობაში ტრენერთა ტრენინგი დასრულდა. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებდნენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.

მეწარმეობის უნარების განვითარება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს როგორც შორმის ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, ასევე საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და წარმოებაში. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებით ტრენერთა მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი წარმატებისათვის.

მონაწილეებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული ტრენინგი, საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ. მეწარმეობის ტრენინგების ჩატარებას ორგანიზება გაუწია განათლების სამინსტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე