ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა -  ბათუმში „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა და მას 250-მდე უცხოელი დელეგატი ესწრება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების საკითხზე მომუშავე  ექსპერტები იღებენ.

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის  მთავარი თემაა: შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი, ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვაა.

კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენცია 6 ოქტომბერს დასრულდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე