ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ - ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსი  „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებულებიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდოთი და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.

საუკეთესო საკონკურსო მოთხრობისთვის - „მე არ ვარ, მასწ“. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა ქევანიშვილი; მეორე ადგილი მოიპოვა ზურა აბაშიძემ, მოთხრობისთვის „საშტატო ერთეულები“;  მესამე ადგილი ერგო ლუკა ბაქანიძეს, მოთხრობისთვის „ისროდნენ, მასწ“.

კონკურსის პარტნიორებმა პრიზები გადასცეს სხვა კონკურსანტებისაც. გამომცემლობა „ინტელექტმა“ წიგნების ვაუჩერები გადასცა ნინია სადღობელაშვილს და ინა არჩუაშვილს, ხოლო გამომცემლობამ, „წიგნები ბათუმში“ წიგნების ვაუჩერებით დაასაჩუქრა,  დიანა ანფიმიადი და ლევან ლორია. ფულადი ჯილდო გადაეცა „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისგან თორნიკე ჭელიძეს.

ლიტერატურული კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უკვე მეორე წელია, რაც დაწესდა და მასში თანამედროვე ქართველი მწერლები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე