ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარმატებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში საშუალოდ, 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. წელს ოლიმპიადის შედეგად  124 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. მოპოვებული ადგილების შესაბამისად, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ - 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცა რეიტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ 36 წარმატებულ სკოლას.

მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილოების მისაღებად, ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატები სწორედ ამ წარმატებული მოსწავლეებისაგან შეირჩა. მათი შემდგომი დამატებითი მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა სამინისტრომ სრულად უზრუნველყო. წელს, მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ერთი ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედლით და ერთი წამახალისებებლი სიგელით დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოსწავლეებმა კონკურენციას 100-ზე მეტი ქვეყნის წარმატებულ მოსწავლეებს გაუწიეს, რაც საქართველოში მათი მაღალი დონის მომზადების შედეგია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე