ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პედაგოგების „სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“, „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების კავშირისა“ და „სპორტულ კლუბ მორკინალი 2011“-ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებლის დღის აღსანიშნავად პედაგოგებს შორის „სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა საგნის პედაგოგების ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა, მათი მოტივაციის ამაღლება და სპორტის პოპულარიზაცია. კვირეულში მონაწილეობა  120-ზე მეტი სკოლის სხვადასხვა საგნის პედაგოგმა მიიღო.

სპორტული კვირეულის ფარგლებში, თბილისის რაიონის გუნდები ერთმანეთს ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში,   ხელბურთსა და   ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში გლდანი-ნაძალადევის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებისგან შემდგარმა გუნდმა გაიმარჯვა.

"სპორტული კვირეული - 2017"-ის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ნარდის ასოციაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე