ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლება ეკონომიკური წინსვლისთვის

პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს დღეს სპეციალური კონფერენცია მიეძღვნა. შეხვედრაზე პროფესიული განათლების კანონში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები არიან  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში აგრეთვე  მონაწილეობა მიიღეს პროფესიული კოლეჯების დირექტორებმა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ხაზი გაუსვა, რომ მზარდი ეკონომიკისა და დინამიური ბიზნეს გარემოს პირობებში საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს პროფესიული განათლების განვითარების სფეროში.

”მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულმა განათლებამ ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებს უპასუხოს და შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას შეუწყოს ხელი”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომლებიც რეფორმის წარმატებით განხორციელებას უკავშირდება - საკანონმდებლო გარემოს გაუმჯებესებაზე, პროფესიული სწავლებისა და გადამზადების თვისობრივად ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე, საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე რეფორმის პროცესში.  

”ევროკავშირი მიესალმება პროფესიული განათლების რეფორმის პროგრესს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას პროფესიული განათლების შესახებ 2009-2012 წლის სტრატეგიის შესრულების საკითხში”, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ელჩმა პერ ეკლუნდმა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა აღნიშნა, რომ პროფესიული სწავლებისა და გადამზადების განვითარება ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

”გაეროს განვითარების პროგრამა 2006 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ხელს უწყობს პროფესიული განათლების ახალი, თანამედროვე კოლეჯების გახსნას და ადგილობრივ შრომის ბაზარზე მორგებული სასწავლო პროგრამების დანერგვას”, - დასძინა მან.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე