ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთ-ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა საბურთალოს რაიონში აშენდა. 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის მერთად დავით ნარმანიასთან, პარლამენტარებთან მარიამ ჯაშთან და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად გახსნა.

სკოლა ძველი შენობის ადგილზე აშენდა, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. თითქმის ერთსაუკუნოვანი სკოლა საბურთალოს რაიონის საკმაოდ დიდი მოცულობის მჭიდროდ დასახლებულ უბანს ემსახურება და შესაბამისად, ახალი მშენებლობაც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იყო, რომლის ღირებულებაც 7 მილიონი ლარია.

61–ე საჯარო სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია - გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყო პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. სკოლას ამ ეტაპზე 1130 მოსწავლე ირიცხება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე