ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგია ინერგება

საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია “არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დანერგვის“ პროექტის ანგარიში  წარმოადგინა.  პროექტის მიზანია, არაფორმალური პროფესიული განათლების დანერგვის მხარდაჭერა კერძო და სახელმწიფო პროფესიულ/საზოგადოებრივ კოლეჯებში.

პროექტის თანახმად, სატრენინგო პროგრამა გაიარა შერჩეული 7 სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების  და 6 კერძო კოლეჯის წარმომადგენლებმა, მათ შორის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, პროფორიენტაციის, ხარისხის, სასწავლო პროცესის მენეჯერები, იურისტი, დამსაქმებლი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  და მოდულების განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებლები.

პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის (MCA-G) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად, შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე  ქეთევან ნატრიაშვილი ესწრებოდა.



ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე