ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ოცი ახალგაზრდა უფასოდ ისწავლის

2010 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" ახორციელებენ.

პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდობისთვის. 

პროგრამის ფარგლებში, პირველ სასწავლო წელს 20 ახალგაზრდა გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. 

ამ პროგრამით ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. სწავლის პერიოდში სტუდენტებს  სტიპენდია დაენიშნებათ. სწავლება ქართულ ენაზე იწარმოებს.

პროგრამით გათვალისწინებულია პირველ წელს ქართული ენის შესწავლა.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ  20 ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში „ისწავლე საქართველოში“.

ეს ახალგაზრდები მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე