ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველები პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე

საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები პროფესიული უნარების (Worldskills) მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ. შეჯიბრი  14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ  აბუ-დაბიში იმართება. ჩვენი სტუდენტები 77 ქვეყნის წარმომადგენლებს 7 პროფესიაში შეეჯიბრებიან - სამზარეულო და საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.

მონაწილეები საქართველოდან  WorldSkills Georgia-ს ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის საშუალებით შეირჩნენ და საერთაშორისო შეჯიბრზე გასამგზავრებლად სპეციალური მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. შეჯიბრი წელს 44-ედ იმართება. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა და წელს მესამედ მონაწილეობს.

WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაცია. პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის WorldSkills  შესანიშნავი პლატფორმაა.

WorldSkills International-ს  წევრი საქართველო  2012 წლიდან გახდა და ის ამჟამად 77 ქვეყანას აერთიანებს.  WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები წელიწადში ერთხელ, რომელიმე წევრ ქვეყანაში ტარდება და მასში მონაწილე 22 წლამდე ასაკის მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე