ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამის ,,შრომითი უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში,, პრეზენტაცია

პროფესიულ კოლეჯ იკაროსში, სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის „სკოლაში შრომითი უნარების განვითარების“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლებში განსახორციელებელი 5 პროგრამის შესახებ პრეზენტაცია  კოლეჯის პედაგოგებმა წარმოადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა,  მოწვეული სტუმრებისთვის მოამზადეს სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი ჯანმრთელი კვების მენიუ. ასევე, მოეწყო თემატური კუთხეები (კულინარიის საფუძვლები, კონდიტერი, შაქრის ფლორისტიკა, გზა ბარმენობისკენ), სადაც  მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და წარმოდგენა შექმნოდათ თითოეულ სპეციალობაზე.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო იმ 11 სკოლის 200 წარმომადგენელი   (მოსწავლეები, მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები), სადაც კოლეჯის მიერ უნდა განხორციელდეს  25 პროექტი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე