ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებული სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ დასაქმდა

სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლების ფარგლებში ბათუმის პროფესიული კოლეჯის ,,ბლექსი“ ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებული სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ დასაქმდა. დასაქმებული კურსდამთავრებულები კოლეჯის სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებიდან არიან: ჯაღათაშვილი პალინა - მზარეულის სპეციალობის 2016 წლის კურსდამთავრებული; მიქელაძე ედნარი -სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობის პროფესიული სტუდენტი; ხუციშვილი ნინო - ოთახის მზარეულის სპეციალობის 2015 წლის კურსდამთავრებული; მალაყმაძე გოგიტა - ინფორმაციული ტექნოლოგისა და ვებ ინტერფეისის დეველოპერის 2017 წლის კურსდამთავრებული; წითელაძე მალხაზ -პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი ოპერატორი.

წელს, კოლეჯ „ბლექსის“ კულინარიის ხელოვნების დუალური პროგრამა დაემატა და ამ მიმართულებით სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმი“ მისი ერთ- ერთი მთავარი პარტნიორი გახდა. შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა სასტუმროს მენეჯმენტისთვის უპირატესობად არის მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ სსსმ პირების დასაქმება მოტივატორი აღმოჩნდა ანალოგიური შეზღუდვის მქონე სხვა პირთათვის და 2017 წლის საშემოდგომო მიღებისთვის კოლეჯის სხვადასხვა სპეციალობაზე ხუთი სმენის არმქონე პირი დარეგისტრირდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე