ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებს შეხვდნენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ასამდე პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად აწყობს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივ დარბაზთან  და მრჩევლთა საბჭოსთან. ,,მნიშვნელოვანია, საზოგადოების აქტიური ჩართულობა რეფორმების პროცესში, ამ მხრივ მასწავლებელთა გაერთიანებული პროფკავშირები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.’’ - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ახალ საგნებზე, შეფასების ახალ სისტემაზე, უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე და სხვა მრავალ სიახლეზე. დიმიტრი შაშკინმა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 -2015 წლების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პროფესიული კავშირების გაერთიანებებთან.  რეფორმებში მასწავლებლებისა და  პროფკავშირების ჩართულობა შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულებაა.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე