ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლამდელი განათლების სტრატეგიის განხილვა

განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის 2017-2022 წლების ფარგლებში, სკოლამდელი განათლების მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის ბაღების გაერთიანების დირექტორი ბატონი თემურ თორდინავა, ბაღების დირექტორები და   სხვადსხვა სამთავრობო და არსამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის არსი და ძირითადი მიმართულებები. შეხვედრაზე განხილული იყო სკოლამდელი განათლების სტრატეგიის ზოგადი მიზანი - მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სასკოლო ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტრატეგიის სპეციფიკურ მიზნებზე, ძირითად  მიმართულებებსა და მათი განხორციელების შესაბამის აქტივობებზე. შეხვედრაზე აგრეთვე, განხილული იყო სკოლამდელი განათლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. 

შეხვედრის ბოლოს  საკითხთან დაკავშირებული დისკუსია გაიმართა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე