ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საინფორმაციო შეხვედრა სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა  (UNDP)  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებების წარმომადგენლებთან, დირექტორებსა და ხარისხის მენეჯერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის  მიზანს,   მონაწილეებისთვის სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების პროცესესში დაგროვილი გამოცდილების და მონიტორინგის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით  სწავლების  მასშტაბების გაზრდა. შესაბამისად, პროცესში ჩართულ პარტნიორების UNDP და GIZ დამარებით დაიგეგმა შეხვედრების ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან.  

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ევროპული სისტემების მიმოხილვა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კუთხით. გაზიარებულ იქნა საქართველოში პროცესის პილოტირებისას გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი მხარეები.  დირექტორებმა პრატიკული შემთხვევების განხილვის შედეგად მიიღეს გამოცდილება პროგმარების დუალურად გარდაქმნის სპეციფიკის შესახებ. დაიგეგმა სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური პროგრამების მასშტაბის ეტაპობრივი ზრდა იმ  მიმართულებებში, სადაც კერძო სექტორი უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი და მეტია პროცესში ჩართულობის მზაობა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე