ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ვიცე პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

კონფერენცია მიზნად ისახავს განსაზღვროს თუ რამდენად არის შესაძლებელი საკვალიფიკაციო სისტემების ორი ძირითადი ელემენტის - კვალიფიკაციის აღიარებისა და უნარ-ჩვევების დამტკიცების (ვალიდაცია) შედეგად, მობილობის, მათ შორის მიგრაციის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო სისტემის რეფორმებზე ინფორმაციის გაზიარებისა და შემეცნებითი ხასიათის ორდღიან კონფერენციაზე, თითოეული ქვეყნის დელეგაციის მიერ, წამოდგენილი იქნება სისტემაში საკუთარი ქვეყნის პროგრესი და განათლების აღიარების და დამტკიცების (ვალიდაციის|) ინსტრუმენტები. ამ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან კონფერენციაზე გაზიარებული იქნება მათი პრაქტიკა და გამოცდილება. იმსჯელებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის მიზნებს ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალური ერთობის, ურთიერთგაგებისა და მოქალაქეებისთვის სარგებლის მიღწევაში.

კონფერენციის ძირითადი თემებია- მობილობა, მიგრაცია და ის, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას და გაუმჯობესდეს კვალიფიკაციის აღიარების სისტემები და ხალხის უნარ-ჩვევების დადასტურება (ვალიდაცია).

კონფერენციის პლენარულ სხდომაში მონაწილეობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და წარმომადგენელი ევროპის განათლების ფონდიდან (ETF)- მიშელ გრაჰამი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე