ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ. კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის პალატის ადგილობრივი წარმომადგენლობა და მსოფლიო ბანკი (WB).

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სამინისტროსა და ზოგადად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობები, ასევე, დონორი ორგანიზაციების მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები. დონორი ორგანიზების მიერ განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია დონორთა კოორდინაციის საკითხი და ეფექტური პარტნიორობა, რათა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ განათლების სფეროში განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე