ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომპიუტერი ყველასთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 11 ოქტომბრიდან დაიწყება პროექტის ,,კომპიუტერი ყველასთვის’’ საპილოტე პროგრამა.

პროექტის მიზანია საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს  საშუალება მიეცეს სპეციალურ ფასად შეიძინოს სასურველი კომპიუტერი ან ნოუთბუკი, რომლის ღირებულება ორწლიანი განვადების პირობებში დღეში მხოლოდ ერთიდან ოთხ ლარამდე იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად პროექტს ,,კომპიუტერი ყველასთვის’’ ახორციელებს კორპორაცია ,,ინტელი’’. საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან კომპანიები ,,ალტა’’,  ,,ალგორითმი’’ და ,,ტაოპრივატბანკი’’.

,,ტექნოლოგიების საუკუნეში აუცილებელია ახალგაზრდობისთის, სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის კომპიუტერები ხელმისაწვდომი გავხადოთ. კომპიუტერების მოხმარების გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითად იმოქმედებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა, ის ასევე წარმატებული იქნება საქართველოშიც’’.- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ გამართულ  ბრიფინგზე.

პროექტის პრეზენტაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა კორპორაცია  ,,ინტელის’’ ექსპერტი და კონსულტანტი სახელმწიფო პროექტების დარგში რობერტ ფოგელი.

,,კომპიუტერი ყველასთვის’’ ფარგლებში კომპიუტერები და ნოუთბუკები წარმოდგენილი იქნება ,,ალტასა’’ და ,,ალგორითმის’’ მაღაზიებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 11 ოქტომბერს დაიწყება საპილოტე პროგრამა, ხოლო 22 ოქტომბერს პროექტი ოფიციალურად ამოქმედდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე