ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ახალი ფორმატი

საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ახალ ფორმატში გადადის. პირველად, ამ ინიციატივის ფარგლებში,  კონფერენცია  გაიმართა სახელწოდებით "რესურსცენტრების დღე", სადაც განხილული იქნა  რესურსცენტრების განვითარების საჭიროებები და სკოლებთან კომუნიკაციის პრობლემების გადაჭრის გზები. კონფერენციის ფარგლებში  იმსჯელეს  რესურსცენტრის როლზე მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების გაძლიერებისა და სკოლების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში, რესურსცენტრის როლზე სკოლის ბაზაზე შექმნილი პროფესიული სასწავლებლის მოდელის განხორციელებაში და სხვ. წარმოდგენილი იქნა ადგილობრივ  თვითმმართველობასთან   სასკოლო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები; მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებს და მათ  მიმდინარეობას.

შეხვედრები რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან მომავალში სისტემურ ხასიათს მიიღებს და  თვენახევარში/ორ თვეში ერთხელ გაიმართება.  განიხილება წინასწარ დღის წესრიგით  გათვალისწინებული საკითხები. შეხვედრები ახალ ფორმატში მინისტრთან და ზედა დონის მენეჯმენტთან, უფრო აქტიურს გახდის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას სამინისტროს, რესურსცენტერებსა და   სკოლებს შორის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე