ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა

მიმდინარე წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულია და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები, მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი უმაღლესი დაწესებულებების მსგავსად, დაინტერესებულ უცხოელ მოქალაქეებს თავიანთ უცხოენოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს და საქართველოში სწავლის პირობებს აცნობენ.

პროექტის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე საქართველო, როგორც ქვეყანა, ბევრი უცხოელისთვის აღმოჩენა იყო. დღეს უკვე საგრძნობლადაა გაზრდილი ჩვენი ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა. გამოფენებში საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს არის საუკეთესო საშუალება უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის.

პროექტის ფარგლებში, ქართულმა უნივერსიტეტებმა, ხუთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. ყოველ მორიგ კონფერენციაში მონაწილეობით საქართველო ახალ საგანმანათლებლო ბაზარზე გადის, მეტი უცხოელი პოტენციური სტუდენტი ინტერესდება საქართველოში სწავლით და შესაბამისად, მათი მომართვიანობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი, ასევე გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დაინტერესებულ აგენტთა რიცხვი და საქართველოს უნივერსიტეტები უკვე აგენტების გამაერთიანებელ მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიებთან თანამშრომლობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამუშაოები მიმდინარეობს ჩამოსული სტუდენტებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებისა და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოში ყველა ეროვნებისა და ქვეყნის ადამიანი თავს დაცულად გრძნობს და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესში ჩართულ ევროპის 47 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, აქ მიღებული განათლებით, უცხოელი კურსდამთავრებულები ევროპაში კარიერას წარმატებით აგრძელებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე