ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ილიას 180 წლის იუბილე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში

დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც დიდი ილია სწავლობდა, 20 ნოემბრის ჩათვლით გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში, 7 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომელთა შორის არიან მწერლები, პოლიტიკოსები და ის წარმატებული ადამიანები, რომლებიც შემდგომში სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებენ.

ამავე დღეს, კლასიკურ გიმნაზიაში, გამოფენა „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლებს ორსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო როგორც ილიას უნიკალური ფოტომასალა და ხელნაწერები, ასევე პირადი მოხმარების ნივთები, მერხი, სკამი და ა.შ.  სკოლის მუზეუმში დაცული დიდი მოღვაწის ექსპონატები.

დღეიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, გიმნაზიაში  შეხვედრების ციკლი „ილია - ჩვენი თანამედროვე“ დაიწყება, სადაც მწერლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები,  სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, პოლიტიკოსები თუ ლიტერატორები  კვირის განმავლობაში ლექცია/დისკუსიებს გამართავენ.

მწერლის შემოქმედების გაცოცხლებაში აქტიურ  მონაწილეობას მიიღებენ  ასევე მოსწავლეები, პედაგოგები და ის ადამიანები, ვისთვისაც  კლასიკური გიმნაზიის კედლებში ილიას აღზრდა-განათლება, საამაყო და დასაფასებელია. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე