ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შუაფხოელი მოსწავლეები ამიერიდან სრულ საშუალო განათლებას მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, შუაფხოს საჯარო სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატა. სკოლა წლების განმავლობაში ცხრა კლასიანი იყო. საშუალო განათლების მისაღებად ბავშვებს უკანაფშავიდან მაღაროსკარის ან ბარისახოს სკოლებში გადასვლა და უმეტეს შემთხვევაში პანსიონებში, მძიმე პირობებში ცხოვრება უწევდათ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც შვილის პანსიონში გაშვებაზე უარი თქვა, უკანაფშავიდან ბარის სოფლებში გადასახლდა. მინისტრმა გაითვალისწინა არსებული მძიმე ვითარება და შესაბამისი ცვლილება განახორციელა. ცვლილებამ უკვე მოიტანა პირველი კარგი შედეგი - სოფელს სამი ოჯახი დაუბრუნდა.

„უკანაფშავში სამი ბავშვი დაგვიბრუნდა. ეს სამი ბავშვი სამი ოჯახია. სკოლა ბავშვებისგან არ დაიცლება და სოფელი მოსახლეობისგან“, – შუაფხოს სკოლის დირექტორი, ირმა ცქიფაშვილი დარწმუნებულია, რომ სრული საშუალო სკოლა სოფლის გადარჩენას ხელს შეუწყობს.

ამ დროისთვის შუაფხოს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე