ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა

მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა მართავს თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს. აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დახმარებით ყოველ წელს ტარდება 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა. ესენია:

  • ეკონომიკური ზრდა
  • ადამიანური კაპიტალის განვითარება
  • კანონის უზენაესობა
  • კარგი მმართველობა და საჯარო სექტორის რეფორმა
  • სოციალური კეთილდღეობა
  • ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენება

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს სასტუმრო რუმს თბილისში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს. შეხვედრას თავმჯდომარეობას უწევდნენ ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და დანიელ ჰაასი,  გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა საგარეო დახმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მიღწევები და გამოწვევები განათლების სფეროში, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის ანალიზი, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების განვითარება, არაფორმალური განათლება, საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიები და სხვა მასთან ასოცირებული საკითხები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე