ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა ესტონელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიცაილური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ტარტუს უნივერსიტეტში ესტონელ სტუდენტებსა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აუდიტორიას  წაუკითხა ლექცია თემაზე ,,დემოკრატიის მეორე ტალღა საქართველოში’’,  გააცნო საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა პროექტის ,,ასწვალე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას გულისხმობს.

ლექციის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ტარტუს უნივერსიტეტის რექტორ ალარ კარისთან. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის გაძლიერებაზე. ამჟამად ტარტუს უნივერსიტეტში ათი ქართველი სტუდენტი სწავლობს.

საქართველოსთვის, ასევე მნიშვნელოვანია, ესტონეთის გამოცდილების გაზიარება საბუნებისმეტყველო დისციპლინების გაძლიერების მხრივ. ამ მიზნით, დიმიტრი შაშკინი კივილინას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას ესტუმრა და კიბერნეტიკის კაბინეტში უახლეს მიღწევებსა და სწავლების მეთოდებს გაეცნო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე