ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში 21-22 ნოემბერს კონფერენცია იმართება თემაზე „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებების სწავლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამწლიანი პროექტის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში“ ფარგლებში ტარდება. პროექტის პარტნიორი საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრია.

ორდღიანი კონფერენციის მიზანია პროექტის განხორციელებისას სამი წლის განმავლობაში პარტნიორ ქვეყნებში შესრულებული სამუშაოს ანალიზი, შედეგების წარდგენა და სამომავლო მიზნების დასახვა, ასევე, პროექტზე მუშაობისას მიღებული გამოცდილებისა და პრაქტიკის ურთიერთგაზიარება.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ განათლების სფეროს წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

ღონისძიებას ესწრება დელეგაცია სტრასბურგიდან, რომელსაც ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პროექტის ერთ-ერთი აქტიური პარტნიორია. პროექტის ფარგლებში:

• ევროპის საბჭოს ტრენერების მიერ ჩატარდა 100 საათიანი ტრენინგები (ორ ეტაპად)

• პრიორიტეტად გამოიყო არა მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებთან მუშაობა, არამედ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მომავალი მასწავლებლების კომპეტენციაზე ზრუნვას

• დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიმართულებით შემუშავდა/გადამუშავდა დაახლოებით 12 კურსი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (9 უნივერსიტეტი), სადაც მასწავლებელთა მომზადების პროგრამები ხორციელდება

• შეიქმნა, აკრედიტაცია გაიარა და ამოქმედდა კურსები როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურისთვის (როგორც სავალდებულო, ასევე, არჩევითი)

• შემუშავდა და გამოიცადა სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროექტი: მომავალი მასწავლებლების პრაქტიკა სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე