ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გამოცხადდა. დირექტორობის უფლების მქონე პირებმა თანხმობის განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.

დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონულად შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 04 დეკემბერი.

ასარჩევი საჯარო სკოლების ნუსხა

კონკურსანტებს საშუალება აქვთ აირჩიონ 3 საჯარო სკოლა.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი
  • სამოტივაციო წერილი

ელექტრონული თანხმობის ფორმის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.directors.mes.gov.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე