ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„კნაუფის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა

კომპანია „კნაუფის“ ბაზაზე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც განათლების მიღებისა და გადამზადების ნებისმიერი მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს სპეციალურ პროფესიულ განათლებას მშრალი და ტრადიციული მშენებობლობის სხვადასხვა დარგში.

“კნაუფი” უკვე 20 წელია წარმოდგენილია საქართველოში. მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია ატარებდა ტრენინგებს, სემინარებს და ვორკშოპებს არქიტექტორებისათვის, მშენებლებისა და სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, დაბეჭდილი აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო პროფესიული კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის და უსასყიდლოდ გადასცემს მას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას.

კომპანია წარმატებით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთან სხავადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტანდარტების შექმნასა და სილაბუსების დამუშავებაში და ეს არის საუკეთესო მაგალითი საჯარო-კერძო პარტნიორობის. სამშენებლო  სექტორი ერთ-ერთი მძლავრი, სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა ქვეყანაში და შესაბამისად, მისასალმებელია სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული კომპანიების აქტიურობა და პარტნიორობა საგანმანათლებლო სისტემასთან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე