ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ევროპული კვირეული კონფერენციით გაიხსნა

საქართველოში პროფესიული განათლების ევროპული კვირეული დაიწყო, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და იმიჯის გაუმჯობესება წარმოადგენს.  კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ) ორგანიზებით, კონფერენცია „უნარები ტურიზმისათვის და ტურიზმი უნარებისთვის,, გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების საკითხებს ეხებოდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო GIZ-თან და სხვა  პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს სამუშოაზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების მასშტაბების გაზრდაზე. აღნიშნული მიდგომა ეფექტურია, რადგან სტუდენტი სწავლის პროცესშივე ეცნობა რეალურ სამუშაო გარემოს მოთხოვნებს, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ხანგრძლივ პერიოდში დააკვირდენენ სტუდენტებს, მისცენ მათ საჭირო უნარები და საუკეთესოები დაასაქმონ კომპანიაში. დუალური განათლება ცალსახად ეფუძნება ორმხრივი მოგების პრინციპს, სადაც მოგებულია, როგორც დამსაქმებელი ასევე სტუდენტი.

კვირეულის ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და  სამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით  განხორციელდება  მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ სხვადასხვა ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას და საუკეთესო პრაქტიკის ჩვენებას ისახავს მიზნად. პროცესში ჩართულები იქნებიან: მოსწავლეები, კომპანიები, ბიზნეს ორგანიზაციები, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრეინინგების პროვაიდერები, სოციალური პარტნიორები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები.

პროფესიული უნარების ევროპული კვირეული  პირველად 2016 წელს გაიმართა  ბრიუსელში,  რომელშიც პარალელურად მონაწილეობას იღებდნენ წევრი სახელმწიფოები და სხვა მონაწილე ქვეყნები  ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე