ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ  მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია, დაეუფლონ და განავითარონ საჭირო საბაზო უნარები.   პროგრამა საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაერთიანდნენ და თანამშრომლობის გზით, ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გახადონ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.

შრომითი უნარების კურსს ტანსაცმლის მოდელირებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დაესწრო და მოსწავლეებს გაესაუბრა.

პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.   პროგრამაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და მასში ამ ეტაპზე ჩართულნი არიან საჯარო სკოლების   VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსების განხორციელებისათვის, კონკურსის საფუძველზე შეირჩა 200 პროექტი, რომელიც განხორციელდება 138 საჯარო სკოლაში. შესაბამისად შრომითი უნარების განვითარების გაკვეთილებში/კურსებში ჩაერთვება 3306 მოსწავლე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე