ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება

მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.

ალექსანდრე თევზაძემ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, შემდეგ კი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1999 წელს, ის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის დოქტორანტი გახდა, სადაც 2006 წელს,  მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მათემატიკაში (ასტროფიზიკის სპეციალობით).

2005 წლიდან დღემდე, ალექსანდრე თევზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პოსტდოქტორანტის პოზიციებზე ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა (იტალია) და პარიზის ობსერვატორიაში მედონში (საფრანგეთი). ამავდროულად, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, ასოცირებული მკვლევარისა და მკვლევარის თანამდებობებს იკავებდა.

ათობით პუბლიკაციის ავტორი ალექსანდრე თევზაძე  2009 წლიდან არჩეულია თსუ-ს ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან,  კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორია.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას,  მიმდინარეობს ინტეგრაციისთვის მზადება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე