ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსთვის ჰილარი კლინტონის შეფასებები უმნიშვნელოვანესია

,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ პროექტის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უმნიშვნელოვანესი უწოდა.

,,ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი მაღალი შაფასების მიღება  ძალიან მნიშვნელოვანია.  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მომავალ წელს კიდევ უფრო გაფართოვდება. პროექტთან დაკავშირებით ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა, რომ  ერთი თვის განმავლობაში, რაც ამერიკელი, კანადელი და ავსტრალიელი მასწავლებლები საქართველოში იმყოფებიან და ასწავლიან, ჩვენს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლების კუთხით ძალიან სერიოზული გარღვევა მოხდა.  ამიტომ, პროგრამა გაფართოვდება და მომავალშიც გაგრძელდება’’.   

საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ 2010 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად  საქართველოს ყველა რეგიონში ასწავლიან და ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე