ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შრომითი უნარების განვითარების პროგრამა სკოლებში

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს  138 საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ მათგანს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვივნენ და შრომითი უნარების კურსს დაესწრნენ საკონდიტრო და სარესტორნო საქმის მიმართულებით.

სკოლებში შრომითი უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება კოლეჯებისა და სკოლების თანამშრომლობის ფარგლებში, კონკრეტული პროექტების საფუძველზე ხორციელდება. საუკეთესო პროექტები კონკურსის წესით შეირჩა. საკონკურსო განაცხადის წარმომდგენი და დაფინანსების მიმღები  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა, რომელიც ბენეფიციარ სკოლასთან/სკოლებთან აფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმს. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში კულინარიას, საკონდიტრო  და სარესტორნო საქმეს პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ პედაგოგები ასწავლიან.

პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.   პროგრამაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და მასში ამ ეტაპზე ჩართულნი არიან საჯარო სკოლების   VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე