ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„შემოდგომის ლეგენდა 2017“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა" 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხატია იათაშვილს ერგო, მეორეადგილოსანი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კალმახელიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჭუმბურიძემ დაიკავა.

დაჯილდოების საღამოზე გამოვლინდა ონლაინ კონკურსის გამარჯვებულიც - ნინო მოდებაძე, ძირითადი კონკურსის პარალელურად, ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. „ჯეოსელის“ სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე ახალი ნაშრომები შექმნეს, საერთო ჯამში მარათონში 300-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.

ფინალისტების და ონლაინგამარჯვებულის ნაშრომი ყოველწლიურ ბროშურაში გაერთიანდა, რომელიც ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდა. მისი   მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, კომპანია „ჯეოსელის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე