ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ყოფილ წარმომადგენელს და ამჟამად, ნიდერლანდებში მდებარე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორს როლანდ მონაშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია ინოვაციური მეთოდებით, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით, ისეთი საგანმანათლებლო მოდულების შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო ისეთი კომპეტენციების გამომუშავებას, როგორიცაა სოციალური განათლება და საბაზისო ფინანსური და ბიზნეს უნარები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრაზე განიხილეს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„Aflatoun International”-ს სწავლების ინოვაციური მეთოდი აღიარებულია ისეთი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ, როგორიცაა ჰარვარდი და ბრუკინგი. ამას გარდა, „Aflatoun International”-ს მოდული ინტეგრირებულია გაეროს ბავშვთა ფონდის „ბავშვის ინტერესზე მორგებულ სასკოლო სასწავლო გეგმის“ სახელმძღვანელო დოკუმენტში (UNICEF Child Friendly School Curriculum).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე