ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო   აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით  ახორციელებს. პროექტის მიზანია საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს. კონკურსში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს NASA-ს სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.

2017-2018 სასწავლო წლის ინოვაციების კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გასული წლების კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა,   აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ.

„ახალგაზრდებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დახვეწონ და განავითარონ ინოვაციური იდეები და გამოგონებები; ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, მომავალი თანამშრომლობის მიზნით დაუკავშირდნენ მეცნიერებსა თუ მეწარმეებს. მჯერა, რომ რომ წლევანდელი კონკურსი კვლავ არაერთ საინტერესო ახალგაზრდას გაგვაცნობს.   წარმატებებსა და ნაყოფიერ სამუშაო პროცესს ვუსურვებ მონაწილეებს. გამარჯვებულთათვის კი, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში, NASA-ს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა“ განაცხადა მიხეილ ჩხენკელემა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამჯერ, 2014-2017 წლებში წარმატებით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში.  2017 წელს,  სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა „Smart Kids” მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე