ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დევნილმა მოსწავლეებმა ნატოს შესახებ ინფორმაცია მიიღეს

წეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს.

თენგიზ გოგოტიშვილმა მოსწავლეებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორია, მნიშვნელობა, მიზნები და მისწრაფებები გააცნო.

,,ნატოში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთგანია. აუცილებელია ახალგაზრდებს, მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ალიანსის შესახებ. როდესაც ნატოზე ინფორმაციას ომგამოვლილ ბავშვებს ვუზიარებ, შეხვედრა ორმაგ დატვირთვას იძენს’’- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.

ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა წეროვანის საჯარო სკოლას ალიანსის შესახებ საინფორმაციო მასალები გადასცეს, რომელთა გაცნობა ყველა  მოსწავლეს შეეძლება. მოსწავლეებმა საჩუქრად ნატოს ლოგოთი ბრენდირებული გაკვეთილების ცხრილიც  მიიღეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე