ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა ინკლუზიური განათლების საკითხებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხებს.

მინისტრმა ჯგუფის წევრებს  ინკლუზიური განათლების განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. სამომავლო გეგმებში შედის სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის უზრუნველყოფა  და საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სხვა დამატებითი მომსახურებების განვითარება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე